შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ბერიაა - ნაშენებ...


ბერიაა - ნაშენებ
შენობას რომ მოშლიდა.
ბერიაა - ქართველი
ერი რომ ამოჟლიტა.
ბერიაა - რომ მოსპო
გულთა შვება და ლხენა.
ბერიაა - ზღვა ჭირის
კარზე რომ მოგვაყენა.
ბერიაა - ცხედრებით
ქვეყანა რომ დაჰფარა.
ბერიაა - სინათლე
ბნელს რომ გადააბარა.
ბერიაა...

1956 წ., 18 თებერვალი