* * * მთიდან მთამდე...
მთიდან მთამდე ცისარტყელა ანათებს,
შუაში კი პიონერთა ბანაკის
სახლი იცლის ფიქრებს ღამე-განათევს,
ცისარტყელათ გზა რომ გააჩანაგეს.
სიზმარია? გაჰქრა ის ცისარტყელა,
ახალი დღის მოლოდინში ვართ ყველა,
კვლავ ახალი გარიჟრაჟის ხანამდე,
ცისარტყელავ, ისევ გამოანათე!
1956 წლის 26 აგვისტო