შუალედი - დან - მდე
 
 


ავთანდილ გუნიას


გიგზავნით მოსაწვევ
წიგნს აკადემია,
აქ ვრცელი გზები და
სხვა ნაკადებია.
აქ მხნე გუგუნია:
„გუნია, ო, გუნია!
მობრძანდით,
გვეწვიეთ -
აქ დღე - დღე კი არა
მთლად - საუკუნეა.
მასპინძლად აქ ჩვენი
სული და გულია!“

1955