* * * ბერია ხვრელს შეძვრა...
ბერია ხვრელს შეძვრა -
მაგრამ მის კუდების
ქნევითა ჩვენ, ბავშებს
სული გვეხუთების.
ჩვენვე ჩვენი თავი
აღარ გვეყუდნების.
სული გვეხუთების,
სუნთქვა გვეხუთების!
მაშ, ძირს მფლობელობა
კაენ-იუდების,
ქნევა და თარეში
ბერიას კუდების!
15 დეკემბერი, 1955