შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ამ დარბაზში დღეს...


ამ დარბაზში დღეს, მეგობრებო, შემთხვევით მოვხვდი,
მაგრამ ვერ ვმალავ მე თქვენდამი ტრფიალის გრძნობას,
აქ პოეტები დღეს მღერიან სიახლის ცეცხლით,
ისინი ნათლად უმღერიან ხალხთ მეგობრობას.
ვწუხვარ ხელთ არ მაქვს ამ წუთს ჩემი შვიდტომეული.
აქ ამ დარბაზში - მოკლე ხანში - მე გეტყვით ძმობას...
მაშ, გაუმარჯოს - უდიადეს შრომის სუფევას,
ხალხთ მეგობრობას გაუმარჯოს, ხალხთ მეგობრობას!

1955 წლის 24 სექტემბერი