შუალედი - დან - მდე
 
 


24 სექტემბერი, 1955


ამ დარბაზში დღეს, მეგობრებო,
შემთხვევით მოვხვდი,
ვით გამოვხატავ ამ დღისადმი
ტრფიალის გრძნობას.
აქ პოეტები დღეს მღერიან
სიახლის ცეცხლით:
ისინი წრფელად უმღერიან
ხალხთ მეგობრობას!
რომ მქონდეს ხელში ამ წამს ჩემი
შვიდტომეული,
ვიტყოდი!.. მაგრამ ჩვენ შევხვდებით
და გეტყვით ძმობას.
ვუმღეროთ მარად უდიადეს
შრომის სუფევას,
ხალხთ მეგობრობას გაუმარჯოს,
ხალხთ მეგობრობას!

1955 წლის 24 სექტემბერი