შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იმედს, რაღაცნაირ იმედს...


იმედს, რაღაცნაირ იმედს,
გული დიდხანს ატარებდა,
რომ ჟამს, შვიდფრად მოციმციმეს
ბედი გამოადარებდა.

მაგრამ ეს დღე დღევანდელი
გულს დააწვა მსგავსად ლოდის,
რწმენაც ჩაჰქრა, ვით კანდელი
და მოეღო ბოლო ლოდინს!

1955 წლის 19 სექტემბერი, ღამის ათის ნახევარი
ვუცდი ავტობუსს წყნეთისკენ
სას. სამ. ინსტიტუტი