შუალედი - დან - მდე
 
 


* * *ადგილები, სადაც დღის...


ადგილები, სადაც დღის მაბრმავებდა მყობადი,
შარა სანაპიროზე და ძვირფასი „ნობათი“,

მახსოვს მისი დღეები სამშაბათი, შაბათი,
სანაპირო და ჩემი ჩაბალახი, ნაბადი.

ფაზის სანაპიროზე ცივის ცვარით ნაბანი,
ჩემი ყრმობის ლექსების მოთაყვანე ლაფანი.

აგერ კიდევ ცეცხლამდის, იმ ცეცხლოვან დაღამდის -
ხავერდოვან არეზე რაც არ უნდა დაღამდეს -

მიმოსცურავს ტალღები და აფრების ამარა
ოცნებათა მგრგვინავთა მოშფოთარე კამარა.

იქ, სად ერთი სახლი დგას, სადაც ძველი ცხუმია
სანაპირო მზიური თითქო აბრეშუმია.

1955 წლის 6 სექტემბერი