შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შარშან ჩვენი სახლის წინ...


შარშან ჩვენი სახლის წინ იდგა ოთხი აფთარი,
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

საშინელი რამ იყო კარზე მათი მოდგომა,
გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი, შემოდგომა!

ო, ეს წელი გულს გლეჯდა, როგორც მიწას აფთარი,
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

მათ გზა ჰქონდათ ლხენისა და მე კი დაზაფრული,
ზამთარი, შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული.

1951