შუალედი - დან - მდე
 
 


ამ გაზაფხულზე ბუბა


ამ გაზაფხულზე ბუბა,
ბუბა განახა ნეტა,
ქაფის აშლია ქუბა,
აქვს გრიალი და წყვეტა.

ლომივით იყრის ფაფარს,
დევისოდენა ქვები
მიაქვს. არა ჰგავს ზღაპარს?
ხმამ დააყრუა მთები.

აქ არსაით აქვს შველა
წრფელი გულისთქმის მგუბარს:
შემდეგ გაიგებს ყველა -
ვინაც არ იცნობს ბუბას!

[1950 წლის თებერვალი]