გულიკოს (ქეთევანს), მარგარიტას
თქვენ უკრავდით, თქვენ მღეროდით,
წაშლილია მდუმარება,
„მასში ისმის სევდიანი
ჩემი ქვეყნის მდგომარება“.
სული კერესელიძისა
ჩვენთვის ისევ „ცისკარია“.
ასმა განვლო წელმა, დღესაც
მესმის, თითქო სიზმარია:
„თუ ხარ საქართველოს შვილი,
დაჰკა გრძნობით დაირასა“,
ნუ გგონია, რომ ეს გული
სამუდამოდ დაირაზა.
1949 წლის 18 თებერვალი