სხვაა ბეთჰოვენი
ბევრნი არიან ხმათა მთოვენი,
მაგრამ სულ სხვაა აქ ბეთჰოვენი.
განმეორებით, ასე მგონია,
იმისი მეცხრე - ღრმა სიმფონია...
მღერას არ ვითხოვ სხვასა და სხვასა,
იმ სიმღერას ვთხოვ მე ჩემსა ზღვასა,
ბგერა ლამაზი ასე გიხდება -
იდუმალებას როს მიგიხვდება!
[1946 წლის 29 ივნისამდე]