სდუმს ძველისძველი ცხუმი
ღამე მშვიდი და ჩუმი,
სდუმს ძველისძველი ცხუმი,
ჩუმი ოცნება ციხის,
ტალღაც მძაფრი და შუმი.
რა სიტყვებიც არ ითქვა...
ძვირფასი იყო სიტყვა -
ხვალ ბრწყინვალეა ბედი,
მზეა, არ უნდა კითხვა.
და სრული სუნთქვით ბარემ
ამოისუნთქოს მხარემ,
აწ მშვიდობაა, განვლეს
გზები ომებმა ცხარემ.
[1946 წლის 18 ივნისამდე]
აფხაზეთი