შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მოჰფენია ფერი ლილის...


მოჰფენია ფერი ლილის
არემარეს იმ წყაროთა,
სადაც როსმე ყოველ დილის
გათენება მიხაროდა.

ის ნაპრალიც დროთა სვლაში
სურო-ფითრით გადიბარდნა,
საიდანაც მშფოთარ ზღვაში
მიხაროდა გადავარდნა.

აწ იგი დრო მიდის, მიდის,
იჩქარის და იჩქაროდა,
მაგრამ ძებნა მარგალიტის
მიხარის, ვით მიხაროდა...

1945