შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მხატავს მხატვარი...


მხატავს მხატვარი.
მე ცას გავცქერი.
ცა ლაჟვარდია
და ნააგერი.
სდგანან გუნდის ხის
სილუეტები.
ბაღში ცისფერი
ფრენენ მტრედები.
შუაგულში სდგას
ვარდებში - პალმა.
აგერა ვაჟი
ქალს მიესალმა.
ვარდებით ხელში,
ქალს მიჰყავს ბავში.
ბავში თეთრშია,
ქალი კი შავში.

[1945 წლის ივლისი]