* * * საჩრდილობელი ცაცხვისა... საჩრდილობელი ცაცხვისა მგზავრს ისრებს მზისას არიდებს,უდაბნოდ მოხეტიალე გზას გულში დარდათ არ იდებს,გრილი ნიავი ჩრდილისას არხევს კალთებსა და რიდებს,ინატრის: ასეთი ჰქონდესთ - დარი ძმებსა და დარი დებს.1945 წლის 4 მარტი