შუალედი - დან - მდე
 
 


მას, განათებულს ივერიის მზით


მას, განათებულს ივერიის უმხურვალეს მზით,
მრავალ ომებში თავზე რა არ გადახდომია,
როცა ჰკითხავენ: მეთაურო, საით, რომელ გზით?
ის უპასუხებს: სადაც უფრო ცხარე ომია!

ვიბორგი, ბუგის ნაპირები, გომელის ქარი
იცნობს ჯახუას, ვისაც მედგრად და უანგაროდ
ბრძოლის ქარბუქში, ცეცხლში, წყალში წითელი ჯარი
რომ მიყვებოდეს თავგანწირვით - მზადაა მარად.

იჟლიტებოდეს ასაკლებად მოსული მტერი,
მკაცრი პასუხი მეომარის მზადაა მისთვის:
არ გაგახარებთ ჩვენთა მამათ და ბედნიერი
დედების, დების და შვილების გამწარებისთვის!
                            
[1943]