შუალედი - დან - მდე
 
 


ეს წელიწადი ახალი


ეს წელიწადი ახალი
მოდის, ქარიშხალხმიანი.
მტერს სურდა ჩრდილით ჩაეხშო,
რაც კი რამ არის მზიანი.

მაგრამ გმირულად აღმართეთ
სიმართლის დროშა მაღალი,
ბევრ გამარჯვებას მოიტანს
ეს წელიწადი ახალი.

განვლიეთ იმნაირი გზა,
ქვეყანას რომ არ სმენია,
ჰქროდა ისეთი ალალი,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.

შარაზე ეგდო ყმაწვილი,
აკვნიდან გადანახალი,
შურისძიებას იძახის
ეს წელიწადი ახალი.

ალმური ცასა და ხმელეთს
კიდით კიდემდე ჰფენია,
ოკეანემდე მისულა,
კიდეებს გადადენია.

ბევრს უძლებს, ბევრსაც გაუძლებს,
სამშობლო სდგას ქედმაღალი,
ახალ იმედით გვინათის
ეს წელიწადი ახალი.

წინ! ამხანაგო, მტრის ურდოს
ჰკარ, შეიპყარი, ჩაჰკალი,
გლეჯდეს, მუსრავდეს მტრის ტანკებს
ეს წელიწადი ახალი.
                
[1942]