მე დნეპრს ვიცნობ ახლო
მე დნეპრს ვიცნობ ახლო,
როგორც მტკვარის მოძმეს,
ჩემთა ყრმობის დღეთა
აღტაცების მოწმეს.
ვიცნობ, როგორც ფაზისს,
ვიცნობ, როგორც არაგვს,
ის არ უყვარს - მხოლოდ
ვისაც გული არ აქვს.
გულში ცეცხლის დება
ვით არ განვიახლო -
იქ რა ხდება ახლა?
მე დნეპრს ვიცნობ ახლო.
[1941-1945]