* * * ჩემთვის სანატრელია...
ჩემთვის სანატრელია მხოლოდ ეს ხმა, ეს ფერი.
მჯერა ბედს გაანათებს - (და მას მუდამ ველი მე)
ერთი ვარსკვლავთაგანი - (შეიძლება ვესპერი, -
შეიძლება ვენერა, ან და სხვა რომელიმე).
დაგინახავ თუ არა, გული ცემას ახშირებს
და ვერ ვბედავ გამოთქმას ოცდაათი წელია.
ღრმაა ის საიდუმლო, შენთან რომ მაკავშირებს
და ატანა სიმძიმის კიდევ უფრო ძნელია.
[1941]