შუალედი - დან - მდე
 
 


მუმლი წყდებოდა


მაგრამ ურიცხვი
მუმლი წყდებოდა,
მუხა რჩებოდა.
ასე მუხისთვის
ღამე დგებოდა,
დღე თენდებოდა.
ბევრჯერ ვიგრძნობდით
სიკვდილის ბგერას
და ტანჯვის დუღაბს,
მაგრამ სიკვდილი
გვაკლებდა ვერას,
ვით მუმლი მუხას.
მრავალ სიმღერას
მღერის ქართველი,
ეს ხმა კი სხვაა:
იგი მძლავრი და
მარად ძვირფასი
ჩვენი მუხაა.

1941