შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზღვისპირად შენი...


ზღვისპირად შენი, ძმავ, თავდადება,
წამი შეხვედრის და განშორების,
დაუვიწყარი აფერადება
ამ მდინარისა და მთა-გორების.
ველად სალამურს უკრავდა მწყესი,
ისიც უბრალო და უნაზესი,
აი, ოცნება, აი, მიზეზი
შეუძლებლობის განმეორების.

[1940-იანი წლები]