შუალედი - დან - მდე
 
 


ალეხანდროს


დრამატურგ-მეწისქვილესა
შანშიაშვილსა სანდროსა,
ზოგი ეძახის სანდრუას
და ზოგი ალეხანდროსა.
ლექსებსაცა სწერს, დრამებსაც,
მინდსაც დიდს იღებს ამ დროსა,
ზაფხულს ქიზიყში „მგალობლობს“,
თბილისში დაიზამთროსა.

შექებას ალეხანდროსას
ნიანგიც მიეშურების,
იუბილეზე მოძღვნილი
მცირედიც შეიწირების -
არა სმენია ნიანგსა
გაბულბულება ვირების.