შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გალაკტიონს...


გალაკტიონს
არ ვეგონო
კაცი - უსახლ-
უბოკონო.

უბოკონო
არ გეგონო,
ვარ იმერი
ლადიმერი.

ფუტურუმ - სძლებს
იმ მერე-თი -
მისთვის მიყვარს
იმერეთი.

დრო არ მიყვარს
უფერული,
სიცოცხლე მსურს
იმერული.

არც სკრელი ვარ,
არც ვერელი,
ბაღდათელი
იმერელი.

პოეტები
და მწერლები
მიყვარს მეტად
იმერლები.

შევარცხვინე
ის მწერლობა,
არ შეიშნოს
იმერლობა.