შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იოველი ვახშმად იჯდა...


იოველი ვახშმად იჯდა.
სუფრას უსხდა ჯამაათი:
ათი წყვილი შვილიშვილი
და მოკეთე ოცდაათი.
ამ ოჯახსაც მოვლა უნდა,
რა გაჩენა, რა საათი.
ჩუმად უნდა აიტანო,
არას გარგებს მასლაათი.

რას გიშველის ამ ხანაში,
რომ ხვნეშავდე ჰაი-ჰაის,
შენს მოკეთეს და მეზობელს
გადახედე: რა შენ - რა ის.
დაუცადე მაინც მაისს,
და მოსავალს კაი-კაის,
სიხარული წელს იქნება,
უკეთესი კიდევ გაისს.

[1940]