შუალედი - დან - მდე
 
 


ვით ხეს ფოთლები


ვით ხეს ფოთლები
დაცვივდენ წლები;
შენ ამბობ: არც გზა,
არც მოგონება...

მაინც იმ გზებით
არ დაბრუნდები.
მშვიდობით, ვარდთა
ნაზო კონებო!

შენთვის ერთია -
ფოთლები, წლები,
დღეთა სიყალბე
უშთაგონებო!
       
[1940]