შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რა ლამაზად გიხდება...


რა ლამაზად გიხდება
ეგ ჟუჟუნა თვალები.
დახუჭული მენახოს,
მე თუ არ გებრალები!

რა ლამაზად ინთება
საიდუმლო ალები..
ჩამქრალიც ყოფილიყოს,
მე თუ არ გებრალები!

რა ლამაზი ხედვაა
ზღვათა იდუმალების:
სამუდამოდ დამცხრალან,
მე თუ არ გებრალები!

რა ლამაზი ცეცხლია,
გულში რომ იმალება,
გადამწვარა ყოველი,
მე თუ არ გებრალები!

რა ლამაზად გიხდება
იაგუნდი, ლალები.
დამსხვრეული მენახოს,
მე თუ არ გებრალები!

[1935]