შუალედი - დან - მდე
 
 


აბა, კარგად დაფიქრდი


აბა კარგად დაფიქრდი,
როგორ არ გელხინება;
დღეს არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.

წინსვლის იმნაირია
სასიცოცხლო ანთება,
გუშინდელ დღეს სიზმრადაც
რომ არ მოელანდება.

იმ მერმისში მტკვრის პირად
წახვალ, შენ იქ გიცდიან -
იტყვი, რაც გიფიქრია,
იმღერ, რაც განგიცდია...

[1935; 1950 წლის 26 თებერვლამდე]