შუალედი - დან - მდე
 
 


რეინი


შეღამებულ ჟრუანტელით
და კოშმარულ ძილით
ვერ ძლეული - კვლავ ამაყი
ყოფნას ვხვდები დილით.

არის მხოლოდ სინამდვილე
რომ არა ვარ ბავში,
რომ რეინიც მიდუდუნებს,
გახვეული შავში.

[1935-1936]