შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მზე შენს ცდაში გადიხარა...


მზე შენს ცდაში გადიხარა,
ჩადის წამთა თვლაში.
საათის მაჩვენებელიც
ულმობელად გაჰქრის.

მინდა წამიც შევაჩერო -
ის კი მიჰქრის ცივად,
თან ხარხარით მომაძახებს:
წადი, ვიღას უცდი?

ნუ თუ შენი მეგობარი
ასე დაივიწყე,
ერთი წუთიც არ აჩუქე
იმის მოგონებას?

ვგრძნობ, რომ ვიღაც შხამიანმა
მოგცა თასი ღვინით...
დაგვაცილა სამუდამოდ
ყრმობის მეგობრები!

22 მაისი, 1932
მივდივარ საღამოს, 7 ს. და 40 წ.