არ მინახავს შენი არე... [ციკლიდან „პაციფიზმი“] არ მინახავს შენი არე, გადის ბევრი წელი.შორი გზები მოვიარე, კიდევ სხვა გზებს ველი. მზე გავცვალო? მაგრამ ვისში? არა, არა, არა...სიხარულში მარადისში გაწოლილა შარა! 1930