შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დღეს ერთმა...


დღეს ერთმა
საოცარმა ამბავმა გამლანდა.
ისეთმა, როგორც მაოცებდა
ბავშვობის დროს გადამეტებით.
ცაზე ერთი ღრუბელიც კი არა სჩანდა,
მე კი სახეზე მეცემოდა
უეჭველი
წვიმის წვეთები!

და შემდეგ -
როდესაც მზემ პირი დაიბანა,

ბადრ მთვარეზე გარკვევით
სჩანდა შავი ხალები!!!

მაგრამ შემდეგ მაინც მოვიდა წვიმა!

წვიმის შემდეგ ცაზე, აღმოსავლეთით,
გამოჩნდა ცისარტყელა!
(ღამით)!
მასში უფრო მეტი იყო მწვანე ფერი,
სწორედ ისეთი, როგორც ახლად ამწვანებული
ჯეჯილი სიმინდისა!
იყო ცისარტყელაში
წითელი ფერი!
წითელი, როგორც ბროლის ჭიქაში
მდგომარე ღვინო.
ყვითელი, როგორც ამ შემოდგომაზე
დაგროვილი, გარჩეული
სიმინდის ტაროები.
და
ჯერ კიდევ აუჭრელი
ჩალა...

დილით ადრე გამოხვალ,
შეხედავ ელვარედ
ამომავალ მზეს,
ისეთი
შთაბეჭდილებაა!!!
ო!!!

1930-იანი წლები