შუალედი - დან - მდე
 
 


შეტაკება


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

ბანკირებო, მასის ოფლი
თქვენვე ცრემლებს დაგადენს,
ხალხი აღსდგა და ქუხილით
იკრიბება მაკადენსს.
უსამართლო ბანკირებო,
მასას ვერ გადურჩებით,
მთავარ გზაზე შეეტაკნენ
მექარხნე და მუშები.
შეეცოდათ: არ გასწყვიტეს
სიკვდილით და საკანით.
გულწასული ბანკირები
ზევით რბოდენ ქაქანით.
შიმშილისგან მოკლულებმა
საღამომდე იარეს,
სახლებში კი თავის ცოლებს
დარდი გაუზიარეს.
შემდეგ მთავარ პროსპექტებზე
იდგნენ როგორც ჩრდილები,
მოღუშულნი, წელში მაგრად
ჟილეტმოჭერილები.

[1930]