შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ქუხილო, გელით!..


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

ქუხილო, გელით!
შენთან ვიბრძოლებთ,
გამოექანე,
ზვირთი დასძარი!
გვახსოვს: დილით მზე
ამოდიოდა,
მკვდარი მზე, შენ კი
ამოასწარი!

[1930]