ფუტურისტის გარდაცვალება
უფრო ადვილად რომ შიმშილი გადაიტანოს,
რამდენი დღეა, რაც საწოლში წევს ფუტურისტი.
სურსათის ნაცვლად ამხანაგი უზიდავს წიგნებს:
აქ არის „ლეфი“, მაიაკოვსკი და პასტერნაკი.
ააკიდვინა ამხანაგებს კედელზე ჭრელი
და წინდაწინვე მოამზადა ეპიტაფია:
„მე ფეხსაცმელი დავიხურე, ფეხებზე ქუდი,
თავის მაგიერ უსათუოდ ნესვი მაბია“.
[1930]