ამხანაგს
ბევრი გრიგალი
ქვეყნად გრგვინავდა,
იტყოდი: ტყვია
და რკინებია.
სძინავდათ შიშით,
სძინავდათ მართლა,
შენ კი, არასდროს
არ გძინებია!
შენს ლეგალურს და
არალეგალურს
ყოფნას თან სდევდა
საშიშროება;
აწ რკინასა სჭედ,
თუ ლეწავ კალოს -
დღებედნიერს გყოფს
ჩვენი დროება.
[1930 წლის 6 ნოემბრამდე]