შუალედი - დან - მდე
 
 


* * *მანდარინის და ჩაის ბაღები...


მანდარინის და ჩაის ბაღები
როდის გახდება ღირსი ნახვისა!
საბედისწერო კარის გაღებამ
ის შეაკრთო და გამოაღვიძა.
მას თავზე ადგა ციხის ფარეში:
„ადექ, უ-ჩან-სუ, მომყევი ნებას,
ღვთის სამსჯავრომდე შენს სამარეში
კიდევ მოასწრებ გამოძინებას“!

[1928]