შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გამოსულა ტიტველი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

გამოსულა ტიტველი
და ბაზარზე დიდგულობს.
ერთი ნემსის მყიდველი
ბათმან რკინას კითხულობს.

მისი გული მით გულობს,
სიმწრისაა მზიდველი,
ბათმან რკინას კითხულობს
ერთი ნემსის მყიდველი.

[1928]