შუალედი - დან - მდე
 
 


და მაინც კვნესდე


[ციკლიდან „ეპოქა“]

მთელი ქვეყანა რომ გადაიწვეს,
ცეცხლი მოედოს შრომას და ამაგს,
ჩემი ერთი ხეც კი არ დაიწვის,
ერთი ხე რაა - ქვეყნად არა მაქვს.

ევროპა ვერცხლით აურაცხელით
ძუნწ მათხოვარს ჰგავს, დააცხრა ტახტებს.
მის მდიდარ ჯიბეს თუ არ სწვდი ხელით,
ხელიდან ის ჯოხს არ გადააგდებს.

რაა იმაზე მეტი სიბრიყვე,
სიღარიბესთან რომ სიმშვიდეა,
მისით სიკვდილის კარებთან იყვე
და მაინც კვნესდე: ღმერთი დიდია.

[1928]