შუალედი - დან - მდე
 
 


მამა და შვილი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეგ ყველა ერთი არ არის ჩემთვის,
გაეხმაურე გულს მომავალო,
რომ იქ არ დარჩეს არც ერთი ფიქრი
საბედისწერო და სავალალო!

ახალი მამა და ძველი შვილი,
ოთახში მეფობს სიჩუმე მკვდრული,
მთლად გაფითრებულ ახალგაზრდა შვილს
თავს ადგას მამა გაფითრებული.

მთელი თემაა თვალწინ გაშლილი:
ახალი მამა და ძველი შვილი.

[1928]