შუალედი - დან - მდე
 
 


გაუმარჯოს მებრძოლ თაობას!


[ციკლიდან „ეპოქა“]

დიდი ხანია მას შემდეგ განა,
რაც პანსიონის ქუხდა კედლები?
რა ფერადებით ჩანდა ქვეყანა,
რარიგ გვეძახდა სიცოცხლის ხმები.

პოეტის სული ირგვლივ უვლიდა
აბობოქრებულ მშრომელთა მხარეს,
ყვავ-ყორნებს წყევლა-კრულვას უთვლიდა
მათზე სატირებს თხზავდა მქუხარეს.

შენ ჩრდილოეთში გადაგასახლეს,
და წერილებში გული გწყდებოდა,
გეღირსებოდა ისევ ჩამოსვლა,
თუ არასდროს არ გეღირსებოდა.
მაგრამ იქუხა რევოლუციამ,
შენც გამოჰყევი ხომ მოძრაობას?
მაშ სადღეგრძელო, ავწიოთ თასი:
ეს გაუმარჯოს მებრძოლ თაობას!

[1928]