შუალედი - დან - მდე
 
 


უნდა ვიცოცხლოთ, უნდა ვიცოცხლოთ!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ვისაც სიხარულს ვუზიარებდით,
ის ისევეა ამაღლებული,
მას არ ვერწმუნოთ, არ შეგვიძლია,
უნდა მივანდოთ სიცოცხლის გული.

უნდა ვიცოცხლოთ, უნდა ვიცოცხლოთ!
ცხოვრების მიზნად ის დავისახოთ,
სულ იმედები უნდა ვიპოვოთ,
სულ გამარჯვება უნდა ვიძახოთ.

[1928]