შუალედი - დან - მდე
 
 


ისტორიული გემი


[ციკლიდან „ეპოქა“]

უზარმაზარ კლდეს მიემსხვრა
მაღალი გემი,
თავისუფლების, წინმსვლელობის
დიდი ემბლემით.
გარემოების გულდახშულ და
უგრძნობელ ზღვაში,
ცხრაას ჩვიდმეტში ჰპოვეს იგი.
მშრომელთ ზეიმით
გამოაცურეს ნავთსადგურის
მქუხარებაში.

[1928]