შუალედი - დან - მდე
 
 


მწვერვალი დაიხარა


[ციკლიდან „ეპოქა“]

მწვერვალს ჩრდილი თავს წაადგა,
მთა ღრუბელმა გადმოფარა
და მწვერვალმა შენანების
ცრემლი მშვიდათ გადმოჰყარა.

მხოლოდ როცა ღრუბლების ქვეშ
მწუხარებით ის თავს ხრიდა,
მინდორ-ჭალებს მზე მაღლიდან
უხვად სხივებს უგზავნიდა.

[1928]