შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მძიმეა მეტად...


[ციკლიდან „ეპოქა“]

მძიმეა მეტად, დიდია მეტად
ღელვათა ზვავი,
იგი ცხოვრებას დაადგა სვეტად
მკაცრი და ავი,
რაღაც გრძნეულად გარს ახვევია
ხვეწნა-მუდარა,
რა საჭიროა? სულს არ სჩვევია
ნავთსაყუდარი.

[1928]