შუალედი - დან - მდე
 
 


თავისუფალი და ძლიერი ადამიანი


[ციკლიდან „ეპოქა“]

ჩვენ ხომ იმისთვის გავჩენილვართ
და ის გვაქვს მიზნად:
მივცეთ სიცოცხლე, თუ გაქრება
დღე შხამიანი -
შეუზღუდველად არსებობდეს
ამ სოფელ-ქვეყნად
თავისუფალი და ძლიერი
ადამიანი.

[1928]