შუალედი - დან - მდე
 
 


ცა, ზღვა და მიწა


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეს ნატვრა იყო უკანასკნელი:
გაჰქრეს ცხოვრება მწარე და ბნელი,
როცა ზღვა აღსდგა და მის ტალღებში
შთაინთქა ბედი გაუტანელი.
გამოლაშქრებამ ქარიშხალისამ
სიცოცხლის ძალა იქ წარიტაცა
და მოელოდენ ახალ ცხოვრებას
გარინდებული ზღვაც და მიწაცა.

[1928]