შუალედი - დან - მდე
 
 


სწორედ ისეთი, როგორიც ვიყავ ოცი წლის წინად


[ციკლიდან „ეპოქა“]

მშვიდი კოლხიდის მდინარეებზე
კვლავ არის მთვარე,
სწორედ ის მთვარე, „პოეტები“ რომ
ებრძვიან მწარედ.
სადღაც მომხიბვლელ საოცარ ჰანგებს
სტვენდა ბულბული,
სწორედ იმ ჰანგებს, რომელთ სწყევლიან
სულშეგუბულნი.
და მე მივქრივარ მოვერცხლილ გზაზე
უძლეველ რკინად,
სწორედ ისეთი, როგორიც ვიყავ
ოცი წლის წინად.

[1928]