შუალედი - დან - მდე
 
 


მატარებელში


[ციკლიდან „ეპოქა“]

ორთქლმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს.
გადააგდე ის, გაიხედე წინ...
ბუჩქს შარფივით ბოლს ორთქლმავალი ჰფენს
და გაისმის თან: რა-რა-რა-რა, ძინ!
ასწლოვანი ხე გაუპია მეხს,
ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს.
შეგვიძლია ჩვენ, გზაზე გავყვეთ გლეხს -
მის ზრუნვას და ფიქრს უბოლოოდ შორს.

[1928]