შუალედი - დან - მდე
 
 


მიბნედილ მაშუქას


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ ჩვენი დროის არ გაქვს გაგება,
შენ გული გეწვის და გედაგება,
დიდი ხნისაა სიზმარი ტკბილი,
შენ სასომიხდილს მოელი სიკვდილს
თვითონაც მწარედ სასომიხდილი,
იყავ უგონო, იყავ თავხედი,
სხვა ფერთა კონა გჯეროდა ბედი,
შენ გქონდა გული უსპეტაკესი,
სანამ ზღვასავით, სინათლით მწვავით
არ აელვარდა მძლავრი ზაჰესი.

1928